„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, შესაძლოა, დარჩეს კატალონურ გუნდში 2024-25 წლების სეზონში, – წერს ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი.
წყაროს ცნობით, კლუბი ცდილობს ნიდერლანდელის გაყიდვას 60 მილიონ ევროდ, მაგრამ ჯერჯერობით ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
თავად ნახევარმცველი განწყობილია, რომ „ბარსელონაში“ გააგრძელოს გამოსვლა.
დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წელს გადავიდა. სულ კლუბში 213 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრატი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.