ინგლისური „ბრაიტონის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი ძირითადი კანდიდატია „ბარსელონაში“ ანალოგიური თანამდებობის დაკავებაზე, – წერს გაზეთი Daily Mail-ი.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ განაცხადა, რომ კატალონურ გუნდს ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
აღნიშნავენ, რომ „ბარსელონას“ დამრიგებლის პოსტზე მეორე კანდიდატი კატალონიელთა ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი რაფა მარკესია. ასევე, „ბარსელონას“ გაწვრთნის შანსი აქვს ხულენ ლოპეტეგის.