„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ინგლისის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
კევინ დე ბრუინმა ხმების რაოდენობით გაასწრო ალექსანდრ-არნოლდს (ლივერპული), ბოუენს (ვესტ ჰემი), კანსელოს (მანჩესტერ სიტი), საკას (არსენალი), სალაჰს (ლივერპული) და სონ ჰინ მინს (ტოტენჰემი).
„სიტის“ 30 წლის ბელგიელმა ლეგიონერმა ბოლო სამი წლის განმავლობაში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მეორედ მოიპოვა – პირველად ეს 2019/20 წლების სეზონში მოხდა.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში დე ბრუინმა „სიტის“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი ასევე „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე ფილ ფოდენი გახდა.