„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ შემტევი ნახევარმცველ კევინ დე ბრუინის ადგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ბელგიელი მწყობრში უახლოეს დღეებში უნდა ჩადგეს.
„დე ბრუინი აღდგენის დასკვნით ნაწილს გადის. ის უახლოეს დღეებში დაიწებს ვარჯიშს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები „სქაი სპორტს“ (Sky Sports).
შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა მუხლის ტრავმა 15 აგვისტოს, ვარჯიშზე მიიღო.