ცნობილი გახდა “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის კევინ დე ბრუინეს ტრავმის პირველი დეტალები, – წერს გაზეთი The Telegraph.
ბელგიელმა მუხლი ვარჯიშის დროს დაიზიანა და ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან. ტესტებმა აჩვენეს, რომ დაზიანება ზუსტად იმდაგვარია, რაც ფეხბურთელმა 2016 წლის იანვარში, „ევერტონთან“ მატჩის დროს მიიღო.
მაშინ, დე ბრუინემ 9 კვირა გამოტოვა. ამჯერად, ტრავმა, შესაძლოა, უფრო სერიოზული იყოს და ამ შემთხვევაში, აღდგენის პროცესი ოთხ თვეს დაიკავებს.