დაწინაურებულები, გავარდნილები და ევროთასების მონაწილეები - ეროვნულ ლიგაში ყველაფერი გაირკვა #1TVSPORT
დაწინაურებულები, გავარდნილები და ევროთასების მონაწილეები - ეროვნულ ლიგაში ყველაფერი გაირკვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პლეი ოფის მატჩები დასრულდა, საქართველოს თასის ფინალიც გაიმართა და სეზონის ყველა შედეგი ცნობილია.

ევროთასების საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა: ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს წარმოადგენს „დინამო თბილისი“, ხოლო კონფერენს ლიგაზე სამი გუნდი – მეორე-მესამე ადგილებზე გასული ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“, ასევე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“.

ეროვნულ ლიგაში ლიგა 2-ის გამარჯვებულის სტატუსით ქობულეთის „შუქურა“ პირდაპირ გადმოვიდა. ეს უფლება პლეი ოფში გამარჯვებით მოიპოვა „სამტრედიამ“, ხოლო „გაგრამ“ „სპაერის“ დამარცხებით ელიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ეროვნული ლიგიდან ბოლო ადგილზე გასული თბილისის „ლოკომოტივი“ გავარდა, აგრეთვე პლეი ოფში „სამტრედიასთან“ მარცხით – ბოლნისის „სიონი“.

ეროვნული ლიგა – 2023 წლის სეზონის მონაწილეები არიან: „დინამო თბილისი“, „დინამო ბათუმი“, გორის „დილა“, წყალტუბოს „სამგურალი“, ქუთაისის „ტორპედო“, „საბურთალო“, „თელავი“, ქობულეთის „შუქურა“, „გაგრა“ და „სამტრედია“.