დავითაშვილს საგოლე გადაცემა გაუუქმეს - „სენტ-ეტიენი“ ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
დავითაშვილს საგოლე გადაცემა გაუუქმეს - „სენტ-ეტიენი“ ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „სენტ-ეტიენში“, რომელიც „მონაკოსთან“ გასვლით მატჩში  0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, რომელიც „ბორდოდან“ „სენტ-ეტიენში“ ზაფხულში გადავიდა, ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

„მონაკო“ უპირატესობას ფლობდა და პირველივე ტაიმში (28-ე წუთზე) იაპონელი ტაკუმი მინამინოს ზუსტი დარტყმით 1:0 დაწინაურდა. მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ ვიდერეფერიმ ორივე გააუქმა.

„მონაკოს“ მცველები დავითაშვილს მჭიდროდ მეურვეობდნენ და ზურიკოს თავის გამოჩენა გაუჭირდა, მაგრამ 72-ე წუთზე მაინც მოახერხა და შესანიშნავი საგოლე გადაცემა გააკეთა, რომლითაც იბრაჰიმ სისოკომ გოლით დააგვირგვინა.

მაგრამ საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერთო ვიდეორეფერი და ეს გოლიც გააუქმა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებულმა „სენტ-ეტიენმა“ 0:1 წააგო, ზურიკო დავითაშვილი კი კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპლიგაში ითამაშა.