დავითაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „სენტ-ეტიენმა“ „კილი“ დაამარცხა #1TVSPORT
ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე „სენტ-ეტიენმა“ გერმანული „ჰოლშტეინ კილი“ 3:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა.
ეს დავითაშვილის გუნდისთვის ზაფხულის შეკრებაზე ბოლო მატჩი იყო, რომელიც გერმანიის ქალაქ კილში, ბუნდესლიგაში დაწინაურებულ გუნდთან გამართა – ყველა ფეხბურთელის საქმეში სანახავად მწვრთნელები შეთანხმდნენ, რომ 120 წუთს ითამაშებდნენ.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „სენტ-ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მეორე ნახევარში შეცვალეს. ფრანგებს „კილმა“ დიდი ბრძოლა გაუმართა და ანგარიში გახსნა, მაგრამ 64-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის გადაცემით იბრაჰიმ სისოკომ ანგარიში გაათანაბრა.
„სენტ-ეტიენს“ ახლა ერთი კვირა აქვს, რათა ფეხბურთელები მოემზადონ შაბათს, 17 აგვისტოს ჩასატარებელი საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩისთვის, რომელსაც სტუმრად ვიცე-ჩემპიონ „მონაკოსთან“ გამართავენ.