დავითაშვილმა საფრანგეთის თასზე საგოლე პასი შეასრულა - „ბორდო“ გათამაშებიდან „ნიცამ“ გამოაგდო [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის თასზე „ნიცასთან“ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა -„ბორდომ“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაინც დამარცხდა 2:3 და გათამაშებას გამოეთიშა.
ქართველი ნახევარმცველის გუნდმა თასის 1/16-ფინალური შეხვედრა საკუთარ მოედანზე ჩაატარა. ლიგა 1-ის მეორეადგილოსანი „ნიცა“ თავიდან უკეთ გამოიყურებოდა და 35-ე წუთზე გესანის გოლით დაწინაურდა, ხოლო 47-ე წუთზე სანსონიმ პენალტით სტუმრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.
59-ე წუთზე ლივოლანის გოლმა „ბორდოს“ თამაშის გადარჩენის იმედი შეუნარჩუნა, მაგრამ სანსონის დუბლმა (60) სტუმრების ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
ზურიკო დავითაშვილი მოედანზე ამის შემდეგ ერთ წუთში შევიდა და 90-ე წუთზე მისი პასით სხვაობა გაეტან ვაისბეკმა შეამცირა, მაგრამ „ბორდომ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.