ზურიკო დავითაშვილმა ყაზანის „რუბინში“ თავი გოლით გამოიჩინა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა – ეს ყაზანის გუნდის მეორე თურქული შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩში მოხდა, სადაც რუსეთის პრემიერლიგის გუნდმა ლატვიურ „სპარტაკს“ 4:1 სძლია.
დავითაშვილი და კვარაცხელია „რუბინის“ სასტარტო თერთმეტეულში იყვნენ, მეორე ტაიმში კი შეცვალეს. „რუბინმა” გოლი მეცხრე წუთზე ქართველების გათამაშებული შეტევის შედეგად გაიტანა. კვარაცხელიას გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დავითაშვილმა დააგვირგვინა.
ამის შემდეგ, ყაზანელებმა კიდევ სამი გოლი გატანეს, რასაც ლატვიელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს და „რუბინმა“ 4:1 მოიგო.