დავითაშვილმა „ოსერთან“ მატჩში იდეალური შეფასება, 10 ქულა მიიღო #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა, „სენტ ეტიენს“ „ოსერის“ დამარცხებაში დაეხმარა და ანალიტიკური ვებგვერდებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
პორტალმა Flashscore-მა ზურიკოს 9,0 ქულა დაუწერა, Sofascore-მ – 9,3, ხოლო Whoscored-მა იდეალური შეფასება – 10 ქულა.
„ვინ გააჩერებს ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში? ბოლო 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა“, – წერს ლიგა 1-ის ინგლისურენოვანი გვერდი.