დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა - „სენტ ეტიენმა“ ზურიკოს გოლებით „ოსერი“დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ოსერი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ქართველის შესანიშნავი თამაშით მეტოქე 3:1 დაამარცხა.

დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ ზაფხულში გადავიდა და ამ მატჩამდე გუნდის 3 გოლიდან 2 მისი საგოლე გადაცემით იყო გატანილი. ამჯერად კი ზურიკომ ლიგა1-ში სადებიუტო გოლები გაიტანა, შეფასება 9 ქულა მიიღო და შეხვედრის გმირად იქაც.

მე-15 წუთზე ზურიკომ „სენტ ეტიენის“ ეფექტური კომბინაცია წამოიწყო, მერე ბურთი დაიბრუნა, საჯარიმოსთან რამდენიმე მცველს გაცდა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

დავითაშვილმა ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი კარგი შეტევა განავითარა – მისი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ოლდი დარჩა, თუმცა მომენტით ვერ ისარგებლა.

54-ე წუთზე საქართველოს ნაკრების წევრმა შესანიშნავად ითამაშა და საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა თავისი მეორე გოლი გაიტანა.

73-ე წუთზე ზურიკოს ჰეთ-თრიქის შესრულების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც მცველების შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. „ოსერმა“ კი საპასუხო შეტევაზე ტეო ბეირის გოლით სხვაობა შეამცირა. 86-ე წუთზე ზურიკო ისევ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ჰეთ-თრიქი მაინც გაიფორმა.

ამ გამარჯვებით საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ ეტიენი“ მე-12 ადგილზე გადავიდა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.