დავითაშვილმა და კვარაცხელიამ დაისვენეს - „არსენალი“ დამარცხდა, „რუბინმა“ მოიგო #1TVSPORT
დავითაშვილმა და კვარაცხელიამ დაისვენეს - „არსენალი“ დამარცხდა, „რუბინმა“ მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების თამაშებიდან კლუბებში დაბრუნებულმა ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის შეხვედრები გამოტოვეს.

რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში ზურიკო დავითაშვილის ტულას „არსენალი“ მოსკოვში „დინამოს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა 5:1. საქართველოს ნაკრებში წარმატებული თამაშების შემდეგ 20 წლის შემტევ ნახევარმცველს უცნაური დახვედრა მოუწყვეს და არ ათამაშეს.

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინი“ გასვლაზე ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, „სოჭს“ „ფიშტ სტადიონზე“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას ზედმეტი ყვითელი ბარათები დაუგროვდა და ამის გამო შეხვედრა გამოტოვა.

მასპინძლებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს. ყაზანელების კარი როდრიგაომ აიღო. მაგრამ შემდეგ ყაზანელებმა მატჩი უკეთ ჩაატარეს და „სოჭს“ ორი გოლი გაუტანეს. ორივე „რუბინის“ დანიელი ლეგიონერების ანგარიშზეა – 31-ე წუთზე ანგარიში ოლივერ აბილგორმა გაათანაბრა, ხოლო 81-ე წუთზე მასპინძელთა კარი მეორედ ანდერს დრაიერმა აიღო.

15 ტურის შემდეგ „არსენალი“ 13 ქულით აუტსაიდერებში იმყოფება და მე-14 ადგილზეა, ხოლო „რუბინი“ 22 ქულით მე-8 პოზიციაზე დაწინაურდა.