დავითაშვილმა ასისტი შეასრულა - „სენტ-ეტიენმა“ „ნანტთან“ თამაში გადაარჩინა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში საგოლე გადაცემა შეასრულა და „სენტ-ეტიენს“ გასვლაზე „ნანტთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში „სენტ-ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 89 წუთი ითამაშა და სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო – 7,2 ქულა.
„სენტ-ეტიენმა“ თამაში ძალიან არადამაჯერებლად დაიწყო, „ნანტმა“ტაიმი იოჰან ლეპენანის (მე-10 წუთი) გოლით მშვიდად მოიგო, შესვენების შემდეგ (49) კი სორბა ტომასმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„სენტ-ეტიენის“ მდგომარეობა გამოუვალი ჩანდა, როდესაც თამაში საკუთარ თავზე დავითაშვილმა აიღო. მან ჯერ კუთხური მოიპოვა, გათამაშების შემდეგ კი მისი გადაცემით იბრაჰიმ სისოკომ (58-ე წუთზე) ანგარიში შეამცირა. 67-ე წუთზე სისოკომ მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტიც გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.
6 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ 4 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.