დავითაშვილმა ასისტი შეასრულა - „ბორდო“ „სენტ ეტიენთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა წარმატებული თამაშების სერია გააგრძელა, თუმცა მისი საგოლე გადაცემა საკმარისი არ აღმოჩნდა და „ბორდო“ სტუმრად „სენტ ეტიენთან“ დამარცხდა – 1:2.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 83 წუთი ითამაშა. ზურიკომ ყვითელი ბარათი (73-ე წუთზე) მიიღო და, რაც მთავარია, საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბორდომ“ ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა ესპანელ ნახევარმცველს, პედრო დიასს გაატანინა. 73-ე წუთზე „სენტ ეტიენი“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ამან გუნდი ვერ შეაჩერა და მიზანს დამატებულ წუთებზე მაინც მიაღწია.
მატჩის გმირი მასპინძელთა თავდამსხმელი ირვინ კორდონა იყო, რომელმაც 90+1-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, სამ წუთში კი დუბლი შეასრულა. „ბორდო“ საფრანგეთის ლიგა 2-ში 33 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-14 ადგილზეა.