დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ლანსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ლანსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ჩემპიონატში შინ „ლანსს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურის დაპირისპირებაში მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა და 90 წუთი ითამაშა. ზურიკო დავითაშვილის თამაში 6,8 ქულით შეაფასეს.

„ლანსმა“ თავისი შანსით მე-20 წუთზე ისარგებლა. „სენტ-ეტიენს“ პოლონელმა ნახევარმცველმა, პრჟემისლავ ფრანკოვსკიმ გაუტანა და შესვენებამდე სტუმრები მინიმალური უპირატესობით დააწინაურა.

მეორე ნახევარში „სენტ-ეტიენი“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა. ერთ ეპიზოდში ზურიკო დავითაშვილის დარტყმულს მცველი გადაეფარა და „ლანსი“ გადაარჩინა, მეორედ კი ქართველის მიერ წამოწყებული შეტევის დაგვირგვინება პიერ ეკვაჰის შეეძლო, მაგრამ მიზანს ააცილა.

მე-80 წუთზე „ლანსის“ თავდამსხმელმა, ლაბუ ლასკარმა მცველების შეცდომით ისარგებლა და მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული რვა ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ (7) მე-13 პოზიციაზე დაქვეითდა.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „ლე ავრთან“ ხვალ, 17:00 საათზე ითამაშებს.