ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „კონკარნოს“ ესტუმრა და კარგად დაწყებული საქმე ცუდად დაასრულა – 2:4.
ლიგა 2-ის 37-ე ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა. ქართველის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და მე-9 წუთზე ზან ვიპოტნიკის გოლით დაწინაურდა. „ბორდო“ 30-ე წუთზე რთულ მდგომარეობაში ჩავარდა – მეტოქესთან უხეშობისთვის მთავარმა არბიტრმა მატიას დე ამირიმი გააძევა. „კონკარნომ“ ამით მალე ისარგებლა, ბევიტი ოსიკი ოკომ წონასწორობა აღადგინა და შესვენებამდე 1:1 დაფიქსირდა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა პაპე იბნუ ბას დუბლით (50. 72) და კანდე დიავარას (59) გოლით უპირატესობა მოიპოვა. ჯერემი ლივოლანმა (63) სხვაობა შეამცირა, მაგრამ „კონკარნოს“ გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა.
„ბორდომ“ 37 ტურის შემდეგ 47 ქულით მე-13 ადგილზეა და წლევანდელ სეზონში მიზანს მიაღწია – მართალია, ლიგა 1-ში გადასვლისთვის ვერ იბრძოლებს, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაქვეითების საფრთხეც თავიდან აიცილა.