დავითაშვილის „ბორდომ“ მოიგო - მიქაუტაძის „მეცი“ წაგებას გადაურჩა #1TVSPORT
დავითაშვილის „ბორდომ“ მოიგო - მიქაუტაძის „მეცი“ წაგებას გადაურჩა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ლიგა 2-ში ტურის მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გასვლით მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 72-ე წუთზე დატოვა. „ბორდოდან“ თავი ბარტბეტმა (2 გოლი) და ბაკვამ გამოიჩინეს.

გიორგი მიქაუტაძე კი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა გასვლაზე „ვალენსიენთან“. „მეცი“ აგებდა, მაგრამ 90+2-ე წუთზე ლენი ჯოზეფმა წონასწორობა აღადგინა და გუნდს ქულა მოუტანა – 1:1.

როდეზი“ შინ „გენგამთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა განაცხადში არ იყვნენ მცველი ამირან სანაია და თავდამსხმელი ნიკა ქუთათელაძე.

20 ტურის შემდეგ „ბორდო“ 36 ქულით მეორე ადგილზეა, „მეცი“ (31) მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო „როდეზი“ (19) მე-17 ადგილზეა.