დავითაშვილის „ბორდო“ გასვლაზე „აიაჩოს“ დაუზავდა - ფანების დაპირისპირების გამო მატჩი ჩაშლის პირას იყო [ვიდეო] #1TVSPORT
დავითაშვილის „ბორდო“ გასვლაზე „აიაჩოს“ დაუზავდა - ფანების დაპირისპირების გამო მატჩი ჩაშლის პირას იყო [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ბორდოში“, რომელიც „აიაჩოს“ დაუზავდა – 0:0.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-3 ტურის შეხვედრა ქართველის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა, დავითაშვილი კი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა. შეხვედრა 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მატჩის არბიტრმა გადაწყვიტა, მოთამაშეები გასახდელში დაებრუნებინა.

მიზეზი გუნდების გულშემატკივრებს შორის ტრიბუნაზე დაწყებული ჩხუბი იყო. „აიაჩოს“ და „ბორდოს“ ფანებს შორის დაუნდობელი დაპირისპირება დაიწყო – ერთმანეთს ესროდნენ სკამებს, კიბეებს.

„ბორდოს“ გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ იმის მიუხედავად, რომ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ადგილობრივმა პრეფექტურამ მათ შესვლა აუკრძალა. ჟირონდინების მხარდამჭერებმა ჩვეულებრივი ბილეთები იყიდეს და სტადიონზე შეღწევა მოახერხეს. ამან „აიაჩოს“ ფანების პროვოცირება მოახდინა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

თუმცა, თამაში საბოლოოდ მაინც განახლდა, რომლის პირველი ტაიმიც უგოლოდ დასრულდა. ქართველმა შემტევმა ორიოდე ეპიზოდში თავი კარგად გამოავლინა. 45-ე წუთზე ტერფით, ეფექტური გადაცემით ვიტალინ ნსიმბა მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა, მაგრამ მან ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 54-ე წუთზე, „აიაჩოს“ ნახევარმცველი ულიენ ბენაიმი მსაჯმა მეორედ გააფრთხილა და მოედნიდან გააძევა, მაგრამ ამით „ბორდომ“ ვერ ისარგებლა და მატჩი 0:0 დასრულდა. სამი ტურის შემდეგ „ბორდომ“ ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე იმყოფება. გუნდს ერთი ქულა გასული სეზონის ბოლო ტურში მომხდარი ინციდენტის გამო ჩამოაკლეს.