დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ გადადის - „ბორდო“ ექვს მილიონს მიიღებს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ დატოვებს და კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებულ „სენტ-ეტიენში“ გააგრძელებს – ინფორმაცია ActuL1-მა გაავრცელა.
„ზურიკო დავითაშვილი შეუერთდება „სენტ-ეტიენს“ ექვს მილიონ ევროდ! ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გააფორმებს კონტრაქტს 4+1-წლიანი ოფციონით“, – წერს ფრანგული გამოცემა.
„ეს გარიგება საკმაოდ სწრაფად დასრულდა. საქართველოს ნაკრებში ევრო 2024-ის მონაწილემ „ბორდოში“ ძლიერი სეზონი ჩაატარა (8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა). მარჯვენა გარემარბს „სენტ-ეტიენი“ აკვირდებოდა და ლიგა 1-ში გადასვლის შემდეგ „მწვანეებმა“ შეთავაზებით მიმართეს.
კლუბმა მოთამაშე სწრაფად დაარწმუნა, რადგან ფეხბურთელს ლიგა 1-ში თამაში სურდა. „ბორდოსა“ და „სენტ-ეტიენს“ შორის ტრანსფერზე შეთანხმება ექვს მილიონ ევროს შეადგენს. საქართველო, რომელიც მერვედფინალში პირველად გავიდა, ევრო 2024-ის ერთ-ერთი სენსაცია გახდა“, – წერს მეორე გამოცემა Footmercato.