დავითაშვილი ორთაბრძოლებით გამოარჩიეს
დავითაშვილი ორთაბრძოლებით გამოარჩიეს

რუსეთის პრემიერლიგის პარტნიორმა „მატჩ ტივიმ“ (matchtv) განვლილი 22 ტურის საუკეთესო მოთამაშეები გამოარჩია – ტელეკომპანიამ სტატისტიკური მაჩვენებლები დაინგარიშა და საუკეთესოებში ზურიკო დავითაშვილიც დაასახელა.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ორთაბრძოლების რაოდენობით გამოარჩიეს. მან 41 ორთაბრძოლა მოიგო და მეორე ადგილზეა.

მოწინავე სამეულები ორთაბრძოლების რაოდენობით:

1. ალექსანდრე სობოლევი (სპარტაკი) – 54

2. ზურიკო დავითაშვილი (რუბინი) – 41

3. ოსტონ ურუნოვი (უფა) – 41