დავითაშვილი ნავალოვსკიმ შეცვალა - საქართველოს ნაკრების შეხვედრებს საქართველოს პირველი არხი აჩვენებს
დავითაშვილი ნავალოვსკიმ შეცვალა - საქართველოს ნაკრების შეხვედრებს საქართველოს პირველი არხი აჩვენებს

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ოქტომბერში დაგეგმილი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში ბელარუსის წინააღმდეგ ჩაატარებს. 11 და 14 ოქტომბერს ჩვენი გუნდი სტუმრად სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს ერთა ლიგის ფორმატში შეხვდება.

MLS-ის ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი უკვე საქართველოშია არიან და შეკრებაზე გამოძახებულ ეროვნული ლიგის ფეხბურთელებთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. ახლა შეკრებაზე არიან ლაზარე კუპატაძე, ნიკა მალი (ორივე – საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე და ჯაბა ჯიღაური (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო)

უკვე ცნობილია, რომ ზურიკო დავითაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისში ვერ ჩამოვა და ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს. ამ ცვლილების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს ბათუმის დინამოს წევრი გიორგი ნავალოვსკი შეუერთდება. ეროვნული გუნდი მოსამზადებლად სრული შემადგენლობით თბილისში 5 ოქტომბრიდან შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრების 29-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი)

მატჩების განრიგი

8 ოქტომბერი – 20:00 საქართველო – ბელარუსი

11 ოქტომბერი – 20:00 სომხეთი – საქართველო

14 ოქტომბერი – 22:45 ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო

აქვე ვიტყვით, რომ სამივე შეხვედრის რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.