დავითაშვილი ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია – ინფორმაციას tropheesunfp-ი ავრცელებს.
„სენტ-ეტიენის“ ქართველ ნახევარმცველთან ერთად თვის ფეხბურთელის ჯილდოსთვის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ბრედლი ბარკოლა და „ლილის“ მეკარე ლუკას შევალიე იბრძვიან. ხმის მიცემა 2024 წლის 8 ნოემბერს დასრულდება.
UNFPA-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატები:
ბრედლი ბარკოლა („პარი სენ-ჟერმენი“)
3 თამაში, 2 გოლი
ლუკას შევალიე („ლილი“)
3 თამაში
ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“)
3 თამაში, 5 გოლი
UNFPA Football Trophies-ი პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირის (UNFP) მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიგა 2-ში და ქალთა ლიგაში, ასევე მენეჯერებსა და მსაჯებს. გალადაჯილდოების ცერემონიას 1994 წლიდან პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია Canal+ გადასცემს.