დავითაშვილი ჯოვინოს წინააღმდეგ - „ბორდომ“ აუტსაიდერი დაამარცხა #1TVSPORT
დავითაშვილი ჯოვინოს წინააღმდეგ - „ბორდომ“ აუტსაიდერი დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშეები ერთმანეთს საფრანგეთის ლიგა 2-ში დაუპირისპირდნენ – „ბორდომ“ აუტსაიდერი „ვალანსიენი“ მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1.

ლიგა 2-ის 21-ე ტურის შეხვედრაში „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „ვალანსიენში“ პირველივე წუთებიდან გამოჩნდა ეროვნული ლიგის თანაბომბარდირი ჯოვინო ფლამარიონი (59 წუთი ითამაშა), რომელმაც ბათუმის „დინამო“ დეკემბერში დატოვა.

„ბორდომ“ ანგარიში 57-ე წუთზე ბიუმლას გოლით გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა დიასმა გაზარდა. „ვალანსიენს“ ბუტუტაუის (80) გოლმა თამაშის გადარჩენის იმედი შეუნარჩუნა, მაგრამ ვიპოტნიკმა (86) სტუმრებს მესამეც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ბორდომ“ 21 ტურის შემდეგ 25 ქულა დააგროვა, მე-13 ადგილზე დაწინაურდა და პლეი ოფის ზონასთან ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა.