დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„გულითადად ვულოცავთ ენტონი ბლინკენს და ვუსურვებ წარმატებებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რანგში. ველოდებით თქვენთან მუშაობას, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის განვითარების მიზნით. ჩვენი მეგობრობა მტკიცეა, როგორც არასდროს! საქართველო არის აშშ-ს ერთგული მოკავშირე რეგიონში და მის მიღმა“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
Warm congratulations to @ABlinken & t/best wishes of success as US Secretary of State. Look fwd 2working with you 2 strengtnen 🇺🇸🇬🇪 strategic partnership & advance 🇬🇪’s Euro-Atlantic integration. Our friendship is strong as ever! 🇬🇪is a committed ally of the US in t/region&beyond
— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 26, 2021