დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერლიგა შესანიშნავად დაიწყო და „ზირას“ „საბაილის“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:1.
ქართველი თავდამსხმელი „ზირაში“ ბაქოს „საბაჰიდან“ დაბრუნდა. მისმა გუნდმა ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა.
ვოლკოვმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, 27-ზე მეტოქის კარი მეორედ აიღო, ხოლო 45-ე წუთზე ჰეთთრიქი გაიფორმა.
„საბაილმა“ 49 წუთზე ბუალის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ბოლო წამებზე მეოთხე გოლიც გაუშვა და საბოლოოდ „ზირამ“ სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა.