დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში გაიტანა, „საბაჰმა“ სტუმრად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ბაქოს „საბაჰს“ „ქიაფაზთან“ მოგებაში დაეხმარა 3:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პრემიერლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. მათე კვირკვიამ (85-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ქანთარიამ კი თამაში „ქიაფაზის“ სასტარტო თერთმეტეულში დაიწყეს.
მეორეადგილოსანმა „საბაჰმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან სტუმრად შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპივა. ბაქოელელები მეოთხე წუთზე კაშჩუკმა დააწინაურა, მე-16 წუთზე სტუმრების უპირატესობა აპეჰმა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ვოლკოვმა 83-ე წუთზე დააფიქსირა.
„საბაჰი“ 77 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს, ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღს“ 4 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან ბაქოს „ნეფთჩის“ კი 16 ქულით ასწრებს და მეორე ადგილი, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს. „ქიაფაზი“ (29) კი მე-7 პოზიციაზეა.
დავით ვოლკოვმა ექვსმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში მე-9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა შორის მე-8 ადგილზეა.