დავით ვოლკოვის შედევრი - „ზირა“ ქართველის გოლით კონფერენსლიგის პლეი ოფშია [ვიდეო] #1TVSPORT
დავით ვოლკოვმა კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ოსიეკას“ გაუტანა და „ზირა“ პლეი ოფში გაიყვანა.
დავით ვოლკოვი „ზირას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოებშიც არ იყო, რადგან გუნდმა მისი განაცხადში შეყვანა ვერ მოასწრო.
პირველი მატჩი ხორვატიაში 1:1 დასრულდა. ამჯერად კი ხორვატებმა თამაში კარგად ჩაატარეს – იუგოვიჩის და მატკოვიჩის გოლებით 81-ე წუთისთვის 2:1 დაწინაურდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე ვოლკოვმა ანგარიში ძალიან ეფექტურად, „მაკრატელა“ დარტყმით გაათანაბრა. ამით ქართველმა თავდამსხმელმა თამაში დამატებულ ტაიმებში გადაიყვანა.
საბოლოოდ, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, რომელიც უნიკალური გამოდგა – მეტოქეებმა 10-დან მხოლოდ 3 დარტყმა გამოიყენეს. აზერბაიჯანულმა კლუბმა თერთმეტმეტრიანების სერია უკეთ შეასრულა (2:1) და კონფერენსლიგის პლეი ოფში ითამაშებს.