დავით უსუფაშვილი - სრული არანორმალურობა იქნება მოლაპარაკებების ჩაშლა ან პარლამენტში რომელიღაც კანონპროექტის ინიცირება და მაისში მისი ჩაგდება
დავით უსუფაშვილი - სრული არანორმალურობა იქნება მოლაპარაკებების ჩაშლა ან პარლამენტში რომელიღაც კანონპროექტის ინიცირება და მაისში მისი ჩაგდება

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოსაზრებები განსხვავდება, მაგრამ ახლოს არის შეჯერებასთან.

„ყურადღებით ვართ, რათა სრული ნორმალიზაციის ვერმიღწევის გამო, ქვეყანა სრულ არანორმალურობაში არ გადავჩეხოთ. ამიტომ უახლოეს დღეებში „ლელოს“ წარმომადგენლები არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ გამოინახოს გონივრული კომპრომისი, რომელიც ნორმალიზაციის მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი​“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

​მისივე თქმით, სრული არანორმალურობა იქნება მოლაპარაკებების ჩაშლა ან პარლამენტში რომელიღაც კანონპროექტის ინიცირება და მაისში მისი ჩაგდება.

„ასევე, არანორმალურობა იქნება ისეთ შეთანხმებაზე წასვლა, რომელიც იქნება მიუღებელი საზოგადოებისთვის, ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, წკიპურტების გაცვლამ პროცესი ჩაშლამდე არ უნდა მიიყვანოს.

„პარტიამ, იმისათვის, რომ ქვეყანა მართოს, უნდა მიიღოს მინიმუმ 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა. მეტი მხარდაჭერა ნიშნავს მაჟორიტარების ხარჯზე, მაგრამ მხოლოდ მაჟორიტარებით არ უნდა მივიღოთ ის ვითარებები, რომლებიც დღემდე გვქონდა ხოლმე. ამის ბუნებრივი ზღვარია 125/25. ასეთი თანაფარდობის შემთხვევაში, ეს პრინციპი სრულადაა დაცული. თუმცა, შესაძლებელია 120/30 ვერსიაშიც, თუკი იქნება ჩადებული კონკრეტული ფორმულა, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა და შემოგვთავაზა. მაგრამ ამ ფორმულას გარკვეული გარანტიები სჭირდება. ახლოს ვართ საარჩევნო საკითხებზე მისაღები ვერსიის წარდგენასთან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დატოვე კომენტარი