დავით სხირტლაძე - როდესაც „ქოჯაელისფორში“ თამაში შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა #1TVSPORT
დავით სხირტლაძე - როდესაც „ქოჯაელისფორში“ თამაში შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ „ქოჯაელისფორში“ გადავიდა, თურქულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

სხირტლაძის დებიუტი ახალ კლუბში, სავარაუდოდ, „შანლიუფასფორთან“ შედგება, რომელსაც „ქოჯაელისფორი“ თურქეთის პირველი ლიგის 23-ე ტურში 18 თებერვალს ეთამაშება.

„როდესაც „ქოჯაელისფორში“ თამაში შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა. ვიცი, რომ ეს კარგი კლუბია და ამ წინადადებაზე უარს ვერ ვიტყოდი – აქ გადმოსვლაზე ბევრი არ მიფიქრია.

„დინამო თბილისის“ კაპიტანი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე თამაშის  შესაძლებლობაზე უარს ვერ ვიტყოდი – ჩემი გადასახედიდან ეს სარისკო ნაბიჯი არ არის.

„ქოჯაელისფორი“ თურქეთის სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის. მინდა, ამ მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილიც შევიტანო. გუნდში გადმოსვლამდე ფანების ვიდეო ვნახე და მივხვდი, რომ მათი მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. იმედია, მიზანს მივაღწევთ და სუპერლიგაშიც წარმატებით ვითამაშებთ“, – განაცხადა დავით სხირტლაძემ.