ქართველი ბურჯი, დავით ქუბრიაშვილი, საფრანგეთის „ტოპ 14“-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სიმბოლური გუნდი, პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ, „ლ’ეკიპმა“ შეადგინა.
კვირის ნაკრებში, ყველაზე მეტი, ოთხი მორაგბე „ლიონიდან“ მოხვდა. თავი ბოქსისმა, გილმა, გუჟონმა და დიაბიმ გამოიჩინეს.
ქუბრიაშვილი „გრენობლში“ წელს გადავიდა. მანამდე მან სამი სეზონი „მონპელიეში“ გაატარა, სადაც „სტად ფრანსედან“ გადავიდა.
საქართველოს ნაკრებში დავით ქუბრიაშვილი 2007 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 45 სანაკრებო კეპი და ორი ლელოა.
საგულისხმოა, რომ ქართველ ბურჯს „ბარბაროსების“ შემადგენლობაში სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული.