საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართა.
სამი დღის განმავლობაში ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია მიიღეს მეკარის ტექნიკური მომზადებაზე, თავდაცვისა და შეტევის ფაზებზე. მოდულის მიმდინარეობისას ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა სავარჯიშო გეგმის პრეზენტაცია წარადგინეს, ხოლო დასრულების შემდეგ, მომდევნო მოდულისთვის დავალებები მიიღეს.
კურსი უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და საგანმანათლებლო პირამიდის მეორე საფეხურია, რომელიც, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედეგება.
მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მწვრთნელებს უეფა-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო ლიცენზია გადაეცემათ.