დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა, დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატის (TOP 14) გასულ ტურში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა – მისი „ლიონი“ მე-19 ტურში „რასინგს“ შეხვდა და 45:11 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ნინიაშვილმა ორი ლელო დადო და „ლიონის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა („რასინგის“ შემადგენლობაში ერთი ლელო გია ხარაიშვილის ანგარიშზეა).

ნინიაშვილის კარგი თამაში საფრანგეთშიც გამოარჩიეს და ქართველი მორაგბე TOP 14-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

აქვე გეტყვით, რომ „ლიონი” ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადავიდა.