დავით მუჯირი - ვისურვებდი, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროსარბიელზე წარმატებულად ითამაშოს #1TVSPORT
დავით მუჯირი - ვისურვებდი, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროსარბიელზე წარმატებულად ითამაშოს #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ფუტსალის ლიგის განვლილი სეზონი შეაფასა, რომლის ფინალურ სერიაშიც კსუ-მ თსუ 3:1 დაამარცხა და ლიგის დებიუტანტი ოქროს მედლების მფლობელი გახდა.

„ფუტსალის ლიგის წლევანდელი გათამაშება ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ფინალურ სერიაში ეროვნული ნაკრების ბევრი წევრი და კანდიდატი თამაშობდა, ჩემპიონი კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა, რომელიც ზაფხულში საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარმოადგენს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კსუ-ს დღევანდელი წარმატება მივულოცოთ – პირველად ისტორიაში ჩემპიონები გახდნენ. რა თქმა უნდა, ევროსარბიელზე წარმატებული გამოსვლა მინდა ვუსურვო, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს დავით მუჯირი.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ფუტსალის წარმატებაზეც ილაპარაკა.

„ზოგადად, ფუტსალისთვის მნიშვნელოვანი წელიწადია, რადგან იცით, რომ პირველად ისტორიაში ჩვენი ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2022 წლის 22 იანვრიდან ითამაშებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ამ სფეროსთვის, ფუტსალში ჩართული ადამიანებისა და გულშემატკივრებისათვის“.