დავით მუჯირი - შესაძლოა, 11 ოქტომბერს სომხეთს ნეიტრალურ მოედანზე ვეთამაშოთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გეენრალური მდივნის, დავით მუჯირის თქმით, უეფას-თან და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ სად გაიმართება ერთა ლიგის მატჩი, რომელიც 11 ოქტომბერს ერევანში იყო დაგეგმილი.
„ახლა უეფას-თან და სომხეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება გვაქვს – უეფა ელოდება სომხეთიდან პასუხს. ჩვენ თამაშზე უნდა გავემგზავროთ და უნდა ვიცოდეთ, სად ვითამაშებთ“, – ამბობს დავით მუჯირი „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენრალურმა მდივანმა არ გამორიცხა, რომ მატჩი სომხეთში არ გაიმართოს: „სომხეთის ნაკრებს 8 ოქტომბერს ერევანში ამხანაგურად ალბანეთთან უნდა ეთამაშა. შესაძლოა, ჩვენ ნეიტრალურ მოედანზე ვითამაშოთ, უეფა-ს საამისოდ ოთხი ქვეყანა აქვს შერჩეული – კვიპროსი, საბერძნეთი, პოლონეთი და უნგრეთი“.