დავით მუჯირი - მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატი უსაფრთხოების დაცვის კუთხით სამაგალითოდ ჩავატაროთ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა კომენატრი გააკეთა თბილისში დასრულებულ უეფა-ს უსაფრთხოების სემინარზე, რომელიც საქართველოში გასამართი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მიეძღვნა.
„21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო, რუმინეთთან ერთად, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის მიმდინარეობისას საქართველოში 16 მატჩი გაიმართება, მათ შორის ფინალური შეხვედრა.
ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში თბილისში უეფა-ს უსაფრთხოების სემინარი გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისა და შესაბამისი უწყებების ჩართულობა, რომ უსაფრთხოების დაცვის კუთხით სანიმუშო და სამაგალითო ჩემპიონატი ჩავატაროთ.
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ყველა უწყებას, რომლებმაც წარმომადგენლები მოავლინეს ამ სემინარზე. მნიშვნელოვანია, რომ სტიუარდებმა, რომლებიც იმუშავებენ ჩემპიონატზე, შესაბამისი განათლება მიიღეს და 70-მდე ადამიანს უეფა-ს სერტიფკატი გადაეცა”, – ამბობს დავით მუჯირი.