დავით მუჯირი - მიქაუტაძესთან დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დავით მუჯირმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ილაპარაკა – ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ბელგიური „სერაინის“ 19 წლის თავდამსხმელს მალე საქართველოს ნაკრებში იხილავს.
„გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესიც გაგვაჩნია და ურთიერთობაც გვაქვს. საერთოდ, (უცხოეთში გაზრდილი) ყველა მსგავსი მოთამაშე ჩვენს ინტერსშია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ფეხბურთელები საქართველოს სამსახურში ჩადგნენ. მიქაუტაძესთან დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები, რომ ის იქნება კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გამოიძახებს“, – განაცხადა დავით მუჯირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“.
შეგახასენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთშია დაბადებულ-გაზრდილი. მისი ტრანსფერი საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცს“ ეკუთვნის, სადაც სადებიუტო მატჩი 2019 წლის დეკემბერში ჰქონდა. თუმცა, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, ბელგიის პირველი ლიგის „სერაინში“ კიდევ ექვს თანაგუნდელთან ერთად იჯარით გადავიდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა – გიორგიმ 6 მატჩში 12 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად ლიგის ბომბარდირია. 31 ოქტომბერს მიქაუტაძე 20 წლის გახდება.