ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯრიმა კომენტარი გააკეთა დღეს, 25 იანვარს სფფ-ის აღმასკომზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
„პანდემიის პირობებში ბევრი საკითხი გვაქვს გასავლელი. მათ შორის – რამდენტურიანი შეხვედრები გაიმართება და შეჯიბრებები რა ფორმატით ჩატარდება. მომდევნო აღმასკომის სხდომამდე ამის განხილვა გადაიდო. რადგან ორ ლიგაში გუნდების რაოდენობები მოემატა, საშეჯიბრო განყოფილება, გენერალური სამდივნო და ტექნიკური დეპარტამენტი იმსჯელებენ, არსებულ პირობებში ტურნირი რა ფორმატით უნდა ჩატარდეს“, – ამბობს დავით მუჯირი.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანმა ხუთი ცვლილების შესახებ ილაპარაკა:
„ეს ინიციატივა კლუბებიდან მოდის. შარშან მატჩების რაოდენობის განახევრება მოგვიხდა, ხუთი შეცვლის უფლება საჭიროდ არ ჩავთვალეთ. წელს კი, დაგეგმილი გვაქვს, ეროვნული ლიგა და ლიგა 2 სრულყოფილად ჩავატართ, 36 ტური გაიმართოს. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში ეს რა სირთულეებთანაა დაკავშირებული. აღმასკომმა იმსჯელა და გუნდების განაცხადში კვლავ 20 მოთამაშე იქნება, მაგრამ შეცვლების რაოდენობა ხუთამდე გაიზრდება“.