დავით მუჯირი - ბელარუსთან მატჩი სავარაუდოდ ივნისში გაიმართება
დავით მუჯირი - ბელარუსთან მატჩი სავარაუდოდ ივნისში გაიმართება
უეფა-ში დღეს გამართულ საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადადეს – ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაადასტურეს.
 
შესაბამისად, 26 მარტს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის რვავე შეხვედრა, მათ შორის, თბილისის „დინამო არენაზე“ გასამართი საქართველო-ბელარუსის მატჩი გადაიდება.
საქართველოს პირველი არხის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციაზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენელური მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:
„ვიდეოკონფერენციაზე გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება. 26 მარტს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის რვავე შეხვედრა კი სავარაუდოდ, ივნისის სანაკრებო პაუზისთვსი გადაიდება. მთავარია, ეროვნული ჩემპიონატები როდის განახლდება“. – ამბობს დავით მუჯირი.