დავით მუჯირი - ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე ჩვენი ნაკრები სამ მატჩს „დინამო არენაზე“ გამართავს #1TVSPORT
დავით მუჯირი - ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე ჩვენი ნაკრები სამ მატჩს „დინამო არენაზე“ გამართავს #1TVSPORT

დავით მუჯირმა სასტუმრო რედისონში გამართულ ფედერაციის 32-ე ყრილობაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ფიფა-სთან და უეფა-სთან თანამშრომლობით განსახორციელებელ პროექტებსა და 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მზადებაზე გაამახვილა ყურადღება.

ფიფა-ს და უეფა-ს პროგრამების, „ფორვარდი 2“-ის და „ჰეთ-თრიქი 5“-ის ფარგლებში, ერთობლივად ოცამდე პროექტი განხორციელდა. 2022 წელს ამ დაფინანსებით ბოლო პროექტის გახსნა დაგეგმილია. შემოდგომაზე ქუთაისის აკადემიაში სავარჯიშო მოედანი მოეწყობა, ეს ქალაქი კი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება. ინფრასტრუქტურული ზრდა ფიფა-ს „ფორვარდი 3“-ის და უეფას „ჰეთ-თრიქი 6“-ის ფარგლებში გაგრძელდება“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში გასამართ მატჩებზეც ილაპარაკა და პირველად გასაჯაროა, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს თბილისში გამართავს.

„საქართველოში გაიმართება 16 მატჩი, მათ შორის, ფინალური შეხვედრა, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით „დინამო არენაზე“ შედგება, ოთხ შეხვედრას უმასპინძლებს მიხეილ მესხის სტადიონი და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, ბათუმის სტადიონზე კი ჯამში ხუთი შეხვედრა ჩატარდება“, – ამბობს მუჯირი.