დავით მათიკაშვილი - უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა ახალი სიის წარდგენაზე მსჯელობა სესიის განახლებისთანავე დაიწყება
დავით მათიკაშვილი - უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა ახალი სიის წარდგენაზე მსჯელობა სესიის განახლებისთანავე დაიწყება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი სიის წარდგენაზე მსჯელობა სესიის განახლებისთანავე დაიწყება,- ამის შესახებ ​საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსჯელობა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გაიმართება.

„უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით დასადგენია კრიტერიუმები, თუ როგორ მოხდება განახლებული სიის წარდგენა პარლამენტისთვის.  შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყება სესიის განახლებისთანავე და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ცხადია, ვინც არიან აქტორები ამ სიტუაციაში. მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებისთვის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.