საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, კიევის საერთაშორისო ტურნირზე ჩვენი გუნდი უძლიერესი შემადგენლობით იასპარზებს.
გუნდის შემადგენლობაში არიან: ნაკრების ლიდერი და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონები ზურაბ იაკობაშვილი და გენო პეტრიაშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი, მსოფლიოს პრიზიორები სანდრო ამინაშვილი და დავით ხუციშვილი, ევროპის პრიზიორები იაკობ მაქარაშვილი, კოტე ხაბალაშვილი.
ტრამვის გამო კიევში ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელი გამარჯვებულები ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზაბრ ოდიკაძე (97 კგ). ვერ იჭიდავებენ.
კიევის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:-
55 კგ – ოთარ გოგავა, თეიმურაზ ვანიშვილი.
61 კგ – ბექა ლომთაძე, გიორგი რევაზიშვილი.
65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ედემი ბოლქვაძე.
70 კგ – ზურაბ იაკობაშვილი, კოტე ხაბალაშვილი.
79 კგ – იაკობ მაქარაშვილი, ჯაბა ყველაშვილი.
86 კგ – სანდრო ამინაშვილი, დავით ხუციშვილი
92 კგ – ირაკლი მწითური, დავით მარსაგიშვილი
125 კგ – გენო პეტრიაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი
ნაკრები კიევში ხვალ გამთენიას გაემგზავრება.
კიევი საერთაშორი ტურნირს 23-დან 25 თებერვალის ჩათვლით უმასპინძლებს.