დავით კობოური - „დინამოსთვის“ „ტორპედო“ მნიშვნელოვანი მეტოქეა და მოგებას შევეცდებით
თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა დიღმის ბაზაზე ივარჯიშეს და გეზი ქუთაისისკენ აიღეს, სადაც ყველაზე ცნობილი ქართული დაპირისპირება გაიმართება.
ეროვნული ლიგის მე-5 ტურში, კვირას, 12 ივლისს, ქუთაისის „ტორპედო” „რამაზ შენგელია – არენაზე” თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. ქართული „კლასიკო“ 76- ედ გაიმართება – ტრადიციულ მეტოქეთა დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 21.00 საათზე დაიწყება.
თბილისის „დინამოს“ მცველმა, დავით კობოურმა მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.
„წინა ორი ტურში „საბურთალოსთან“ და „ლოკომოტივთან“ ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი გვქონდა და ბევრი გოლი გავიტანეთ. ახლა მნიშვნელოვანი მატჩი გველის, რადგან „დინამოსთვის“ „ტორპედო“ მნიშვნელოვანი მეტოქეა. შევეცდებით, რომ ქუთაისის „ტორპედოსთანაც“ იგივე გავიმეოროთ, რაც წინა შეხვედერებში და მატჩი წარმატებით დავასრულოთ“, – ამბობს „დინამოს“ მცველი.