დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ დანიის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ დანიის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

დანიის თასის ფინალში საქართველოს ნაკრების მცველის, დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ „ოლბორგს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე პორტუგალიელმა დიოგო გონსალვეშმა გაიტანა, რითიც „კოპენჰაგენმა“ ქვეყნის თასი ისტორიაში მეათედ მოიგო.

„კოპენჰაგენს“ დანიის ჩემპიონობის შენარჩუნებისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის რეალური შანსიც აქვს. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დედაქალაქელები 52 ქულით სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის ლიდერები არიან და  მცირე უპირატესობით ასწრებენ „ნორდსიელანდსა“ (51) და „ვიბორგს“ (49).

ხოჭოლავა ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის და ფინალი გამოტოვა. დიდი ალბათობით, ის ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება ივნისის თამაშების დროს. ეროვნული გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 17 ივნისს კვიპროსს დაუპირისპირდება, ხოლო 20 ივნისს – შოტლანდიას.