საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ექვსთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. დანიური „კოპენჰაგენის“ 30 წლის ფეხბურთელმა „მიდტიულანდთან“ „მომავლის თასზე“ ითამაშა.
დანიური გამოცემა tipsbladet-ი ქართველი ფეხბურთელის თამაშს გამოეხმაურა:
„კოპენჰაგენმა“ დაკარგა უილიამ კლემი, რომელიც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. მეორე მხრივ, გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ დაბრუნდა ორი ტრავმირებული მოთამაშე. გუნდის მწვრთნელი იაკობ ნეასტრუპი გახარებულია, რადგან თამაში უკვე შეუძლიათ დავით ხოჭოლავასა და თავდამსხმელ ანდრეას კორნელიუსს“, – წერს დანიური გამოცემა.
„მიდტიულანდთან“ სათასო შეხვედრა „კოპენჰაგენმა“ 3:2 მოიგო. გამარჯვებისა და მოედანზე ორი ფეხბურთელის დაბრუნებისა, გუნდისთვის ერთი უსიამოვნო რამ მაინც მოხდა, ტრავმა მიიღო ცენტრალურმა მცველმა, ნიკოლაი ბოილესენმა.
დავით ხოჭოლავასთვის ეს მატჩი პირველი იყო 4 აპრილის შემდეგ. ამ პერიოდში ქართველმა ფეხბურთელმა ორი ოპერაცია გაიკეთა.
„კოპენჰაგენი“, რომელიც ამჟამად დანიის სუპერლიგაში მეორე ადგილზეა, შაბათს „ვეილეს დაუპირისპირდება.