დავით კაჭარავა ნოემბრის ტესტებს გამოტოვებს
დავით კაჭარავა ნოემბრის ტესტებს გამოტოვებს

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კაჭარავამ, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ფინალურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

„ენისეი-სტმ“-ს და „ბორჯღალოსნების“ ცენტრმა მკერდის კუნთი დაიზიანა. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი დასჭირდება თუ არა კაჭარავას ოპერაცია, მაგრამ მას მინიმუმ თვენახევარი გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო საქართველოს ნაკრებს კოტე მიქაუტაზე და კარლენ ასიეშვილი დააკლდებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გიორგი თხილაიშვილის, მერაბ შარიქაძეს და ლევან ჩილაჩავას ასპარეზობაც.

წყარო – rugger.info