დავით გოცირიძე - ვეცდებით, რომ შვედეთიდან გამარჯვებით დავბრუნდეთ #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა იენჩეპინგში შვედეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო და პირველი საწვრთნელი პროცესიც გამართა. ვარჯიშამდე მოახლოებული მატჩის შესახებ გიორგი მაისურაძემ და დავით გოცირიძემ ისაუბრეს.
გიორგი მაისურაძე: „ძალიან მიხარია, ნაკრებში რომ დავბრუნდი. დისკვალიფიკაცია დასრულდა და ბედნიერი ვარ, ბიჭებთან ყოფნით. სერიოზული თამაში გვაქვს და ყველაფერს ვიზამთ, რომ მოვიგოთ.
შვედეთს სახლში რომ შეხვდით, კარგი თამაში გამოგვივიდა. ძლიერი გუნდია. ახლა მათი პლუსებიც და მინუსებიც გავაანალიზეთ. შევეცდებით, ახლა ყველაფერი გამოვასწოროთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ“.
ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტი დავით გოცირიძე „დინამო თბილისის“ თავდამსხმელია და მთავარ გუნდში ახლა დააწინაურეს. საინტერესოა, რომ გოცირიძემ „დინამოს“ აკადემიაში მეკარე იყო. მერე „საბურთალოში“ გადავიდა, სადაც ამპლუა შეიცვალა და თავდამსხმელი გახდა, რომელ პოზიციაზეც მამამისი, რევაზ გოცირიძე და ბაბუა, ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი, რამაზ შენგელია თამაშობდნენ.
„ძალიან ბედნიერი ვარ ნაკრებში გამოძახებით. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და შევეცდები, იმედები გავამართლო. რაც შეეხება უშუალოდ შვედებთან თამაშს, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები ვიცით. ყველაფერს ვიზამთ, რომ გამარჯვებით დავრბუნდეთ“, – ამბობს დავით გოცირიძე.