საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დავიდ ტრეზეგემ აზრი გამოთქვა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის კილიან მბაპეს შესახებ.
„ეს არის მაგალითი იმისა, როგორი შეიძლება იყოს ფეხბურთელი. მბაპე – კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ნაზავია. მას უფრო მეტი ტექნიკა აქვს, ვიდრე პორტუგალიელს, ამასთან, დაუჯერებელი ფიზიკური შესაძლებლობები გააჩნია და შეუძლია ორივე ფეხით გასროლა. ხანდახან მეც კი მავიწყდება, რომ მხოლოდ 20 წლისაა. ყველა თაობას ჰყავს მისაბაძი მაგალითი. ამ თაობაში რონალდო და მესი, მომდევნოში – მბაპე“, – თქვა ტრეზეგემ.
მბაპე ორი სეზონია საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხდება. ფორვარდს „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ჩატარებულ 120 მატჩში 90 გოლი დაუგროვდა.