დავიდ ტრეზეგე და მარკო მატერაცი ევრო 2024-ის მეოთხედფინალებზე რუსეთში ექსპერტებად მუშაობენ #1TVSPORT
გამოცემა isport.ua-ს ინფორმაციით, წარსულში ცნობილი ფეხბურთელები – მარკო მატერაცი და დავიდ ტრეზეგე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალებზე რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხზე ექსპერტებად მუშაობენ.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა მატერაციმ სპეციალური ვიდეოც ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე სამუშაოდ მოსკოვში მიდის.
ევრო 2024-ზე მეოთხედფინალური ეტაპი გუშინ, 5 ივლისს დაიწყო. ნახევარფინალისთვის ბრძოლაში ესპანეთის ნაკრებმა – მასპინძელი გერმანია, ხოლო საფრანგეთმა პორტუგალია დაამარცხა. დარჩენილი ორი შეხვედრა, ინგლისი-შვეიცარია და ნიდერლანდები-თურქეთი დღეს შედგება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები უეფა-სა და ფიფა-ს შეჯიბრებებიდან მოკვეთილები არიან.