„არსენალის“ მცველმა, დავიდ ლუიშმა სასამართლო პროცესი მოუგო სამშენებლო კომპანიას, რომელმაც თავის სარეკლამო კამპანიაში ფეხბურთელს „მოყვარული“ უწოდა.
სამშენებლო კომპანია Wemake Construction-მა ნებართვის გარეშე გამოიყენა დავიდ ლუიშის ფოტო, რომელზეც ფეხბურთელი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 წაგების შემდეგ ტირის. ფოტოს გვერდით არის წარწერა: „უბრალოდ, საკუთარი ხალხის გაბედნიერება მინდოდა“. გამოსახულების ქვემოთ კი ასეთი ტექსტია: „როცა მოყვარულს ქირაობ საკუთარი ოჯახის ოცნების ასრულებისთვის, აუცილებლად მიიღებ 1:7-ს“.
ლუიშმა კომპანიას სასამართლოში უჩივლა იმიჯის ბოროტად გამოყენებისთვისა და მორალური ზარალისთვის. ბრაზილიური პრესის ცნობით, მცველმა დაახლოებით ხუთი ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია მიიღო.